მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ზუგდიდშიც – ადგილზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიერ წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, რუსებო“.
ადგილზე არიან სამართალდამცავები, რომლებიც შენობაში შესასვლელებს იცავენ და ცდილობენ, გაიყვანონ ტერიტორიიდან პროტესტის მონაწილეები.
„ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს ქვეყანას, არ დავუშვებთ საბოლოოდ ხელისუფლების მიერ ევროკავშირზე უარის თქმას“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე სტიკერები წარწერით “ დაიბრუნე შენი ხმა“ გააკრეს , რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე მყოფ პოლიციელებთან.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა