“დიპლომატებს ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს… ახლავე მიიღონ ეს გადაწყვეტილება” – პრეზიდენტი

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი. ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ელოდებოდნენ, შეიძლება კიდევ რაღაცა არის დასამტკიცებელი, არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი, ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი. თუ ვინმე ვერ ხედავს რომ ნათელია, პუტინმა რომ რამოდენიმე წუთში გამოთქვა თავისი კმაყოფილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, რაც ხდება. ვთხოვე მათ, ეხლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო მისაღები და დაგვეხმარონ ჩვენ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ხალხის მოთხოვნა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!