მიხეილ ჯანელიძე საჯარო მოხელეებს – ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ – დროა, გადაწყვეტილებები მიიღოთ

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიმართავს საჯარო მოხელეებს, რომ დროა, გადაწყვეტილებები მიიღონ.
“არასდროს მიმიმართავს საჯარო მოხელეებისთვის, ვისთან ერთადაც მრავალი წელი ვიმუშავე და დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს მინდა მოგმართოთ: ვიცი, არ გჯერათ, რომ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში შეძლებთ საქართველოს ევროპულ მომავალს და სხვა ეროვნულ ინტერესებს ემსახუროთ. დროა გადაწყვეტილებები მიიღოთ”,- წერს ჯანელიძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!