ევროპარლამენტარების მოთხოვნას, დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი “არალეგიტიმურს და უსამართლოს” უწოდებს.
“სანქციებთან დაკავშირებით ეს არ არის პირველი რეზოლუცია, რომელიც გვინახავს. სანქციების მოთხოვნა არის არალეგიტიმური, უსაფუძვლო, უსამართლო, ამიტომ უსამართლო მოთხოვნის სუბიექტი ერთი ადამიანი იქნება, თუ სხვები დაემატებიან არ ცვლის მოცემულობას, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისევ ითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას, რაც მიგვანიშნებს, ვინ იხდის ამ რეზოლუციებში ფულს”, – ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას თბილისის დროით 15:00 საათზე დაამტკიცებს. დოკუმენტით ევროპელი პოლიტიკოსები “ოცნების” ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.