პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.
„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია.
პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად