ირაკლი კობახიძე – დღეს პარლამენტში ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა აქ რომ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა

დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელია, თუმცა უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
კობახიძემ საზოგადოებას მანდატების მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ იცით, სად უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იყო ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ დანაშაულის, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი. რა თქმა უნდა, თეორიულად მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი და ეს საზოგადოებამ ბუნებრივია, არ დაუშვა.
სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქვიათ ოპოზიცია. დღეს მათი სკამები ცარიელია, თუმცა უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც დღესაა. მინდა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. სწორედ ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა ჩვენ მანდატი იმისა, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებაზე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადებისთვის მისული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მოსმენა დაიწყო.
კობახიძე სამთავრობო პროგრამას „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას