ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში. არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება –

ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს სააკაშვილი, ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში. არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება –
სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა , რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება.
„სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით მისულიყვნენ იუსტიციის მინისტრთან. უკიდურესად ძლიერი იყო კონკრეტული ძალების სურვილი, რომ გათავისუფლებულიყო. აქამდე გააკეთებდა ამას , რომ არა ერთი ფაქტორი – რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ. შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ანუ, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს წინასწარი პატიმრობა, რაც არის შეფარდებული მის მიმართ და არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, პრაქტიკული დატვირთვა ამ შეწყალებას ნაკლებად ექნება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე