ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე – როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. გუშინაც შევხვდით ძალიან ბევრ ევროპარლამენტარს, რომლებიც ხედავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება. 28 ნოემბერს მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან რეზოლუციას, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი მოწოდება იქნება, რომ გათავისუფლდეს პრეზიდენტი , რადგან დაუშვებელია ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, მას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით. ეს რეზოლუცია, როგორც ევროპარლამენტარებმა უკვე აღნიშნეს, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს არის მომენტი, როდესაც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…