რუსული რუბლი ევროსთან და დოლართან უფასურდება — რა ხდება

რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი, ევროსთან და დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს. დღეს, 27 ნოემბერს, რუბლის გაცვლითმა კურსმა მიაღწია ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას არსებულ ნიშნულს.
მხოლოდ დღეს რუბლი 9%-ით გაუფასურდა. ბირჟაზე 1 ევრო 120 რუბლზე მეტი ღირს, 1 დოლარი კი – 114 რუბლი. ოფიციალური გაცვლითი კურსი საბაზროზე დაახლოებით 5%-ით ნაკლებია.
ამის ფონზე, ს ეროვნულმა ბანკმა უარი თქვა წლის ბოლომდე უცხოური ვალუტის შესყიდვაზე, იტყობინება „მედუზა“. სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა, – და შესაბამისად ფასი, – უცხოურ ვალუტაზე, გაიზრდებოდა. ამავე დროს, ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის გაყიდვას, რამაც, სულ მცირე, უნდა შეანელოს ვარდნა.
რუსეთის სახელმწიფო დუმის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ დელიაგინი მიმდინარე მოვლენებს იმით ხსნის, რომ ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ფულის გასესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო „ხელოვნური ფულადი შიმშილობა შეიქმნა“, რის შედეგადაც შეჩერდა რიგი პროექტები, ხოლო არსებული რუბლებით ყველაზე კარგი ინვესტიცია უცხოური ვალუტის შეძენა გახდა.
კიდევ ერთი მიზეზი, ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები და ამასთან ერთად, საქონლის იმპორტისთვის საჭირო უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნაა.
„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით კი წერს, რომ რუბლის გაუფასურება, მომავალი წლის ბიუჯეტის შესასრულებლად, კრემლსაც აწყობს და ამიტომ, რუსეთის ცენტრალური ბანკი აღარ განახორციელებს ინტერვენციებს კურსის დასაჭერად.