,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ყაველაშვილის პერსონით მოხიბლულ “ტრადიციების დაცველებს”! დავუშვათ თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს პრეზიდენტს დიპლომი რომ უნდა ჰქონდეს, დავუშვათ არც კორექტულობაა პრობლემა, მაგრამ აი რა ნიშნითაც თქვენ აპრავებთ, ზუსტად მაგაზე ჩამოგითვლით მხოლოდ ფაქტებს: 1) გურამ კაშიას ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე მხარდაჭერა გამოუცხადა; 2) 2019 წელს ჩემი დაწერილი კანონპროექტი ემზარ კვიციანმა პარლამენტში შეიტანა, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან და 7 სხვა კანონიდან ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობის” ამოღებას ისახავდა მიზნად. თამარ ჩუგოშვილმა ემზარს პატრიარქზე სიტყვა რომ გააწყვეტინა ხომ გახსოვთ? აი მაგ კანონპროექტს 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი წავიდა 13 დეპუტატი, აბა გამოცანით ვინ წავიდა წინააღმდეგი? დიახ! მიხეილ ყაველაშვილი თამარ ჩუგოშვილთან ერთად! 3) 2016 წლიდან – 2023 წლამდე ყველა ულტრალიბერალურ ნაგავს საქართველოს კანონმდებლობაში ბ–ნმა მიხეილმა მხარი დაუჭირა, მხოლოდ 2023 წლის მარტში, როდესაც ოცნება გახდა “ეროვნული” მხოლოდ მაშინ იცვალა ფერი…