ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი „შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.