ქვეყნიდან აძევებს ბრიტანელ დიპლომატს – მას ჯაშუშობა ბრალდება

რუსეთი ქვეყანას ატოვებინებს ბრიტანელ დიპლომატს, მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანს, ედვარდ პრიორ უილკსს. მას დიპლომატის საფარქვეშ ჯაშუშობა დასდეს ბრალად.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ უილკსი იყო „გამოუცხადებელი სადაზვერვო ყოფნის“ ნაწილი რუსეთში, რამაც გააძლიერა დაძაბულობა მოსკოვსა და ლონდონს შორის.
“ეფესბეს” თანახმად, უილკსი რუსეთში ყალბი მონაცემებით ჩავიდა და ეწეოდა „სადაზვერვო და ძირგამომთხრელ საქმიანობას“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მას აკრედიტაცია ჩამოართვეს და რუსეთის დასატოვებლად ორი კვირა მისცეს.
ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ დღეს, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სია გააფართოვა და რუსეთში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის გამოჩენილ მოხელეებს, სამხედროებსა და ჟურნალისტებს, სულ 30 პირს.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში