ბოსნია და ჰერცეგოვინა 0:1 საქართველო

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ბ ლიგის პირველი რაუნდის სადებიუტო შეხვედრაში, ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე კესო მეტონიძემ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 დეკემბერს, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ლიეტუვას დაუპირისპირდება.
პირველი რაუნდის შემდეგ, ა ლიგაში ბ ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.
nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში