მარკ რუტე – შეკავება და თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ – ნატო ჩვენი ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრის დასაცავად გვჭირდება

ნატო-ს ყველა მოკავშირის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საერთო თავდაცვის გაძლიერებაა, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ათენში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ყველა მოკავშირის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ შევთანხმდით. აღნიშნული მიზანი ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიასა და მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს, ასევე, ევროკავშირსა და ნატო-ს შორის უფრო ეფექტურ თანამშრომლობას“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინელი მფრინავების სწავლების დროს დახმარებისთვის საბერძნეთი შეაქო.
„ასევე, ჩვენ შეკავება და თავდაცვა უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდით. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ნატო-ს სახით ალიანსი გვაქვს, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრის დასაცავად გვჭირდება“, – აღნიშნა მარკ რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს