რუსეთში ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი, ნაიჯელ კეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანმა სადაზვერვო და დივერსიული სამუშაოები განახორციელა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის უსაფრთხოებას.
ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და მას რუსეთის ორი კვირის ვადაში დატოვება დაევალა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)