ლიეტუვაში ქართულმა სამოყვარულო თეატრმა ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გრან-პრის მოიპოვა

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალში – “მასკარადას” მონაწილე ქართულმა სამოყვარულო თეატრმა ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი”, სპექტაკლით “დარისპანის გასაჭირი”, გრან-პრის მოიპოვა.
ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მსახიობ ნინო რუხაძეს გადაეცა.
„დარისპანის გასაჭირის“ დამდგმელი რეჟისორია ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ გიგი ძიგუა, ნინო რუხაძე, თამარ ქაბზინაძე, ვანო მოსულიშვილი, ანასტასია კოკორისი, ალექსანდრე ნარსია და ნათია ახვლედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ქართული ეკლესია, მისი ავტოკეფალიით, ქართული ენის შენარჩუნებით, ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისთვის ბრძოლით – რუსეთთან დაპირისპირების წინა ხაზზე იყო ყოველთვის. მსხვერპლიც ბევრი გაიღო, ბევრიც იბრძოლა