უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის ერთიანობის მიმართ გამოჩენილი პირადი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ აგრესორისთვის ომის საფასურის გაზრდის გზები განვიხილეთ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ ფიუჯიში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გუშინ დაიწყო და იგი დღეს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!