ფოთის მერი – ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 8 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: ნინოშვილის ქუჩა, 9 აპრილის ხეივანი, ბარათაშვილის ქუჩა, გურიის ქუჩა, არზიანის ქუჩა, ახალ რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ხელოვნური მინდვრის საფარი მოეწყო, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.
„პარალელურად, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ