„მეცოდება, პირველ რიგში, კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართა:
„მივესალმები ქართულ საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან. მეცოდება, პირველ რიგში, , როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დაჭირდებოდა, თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდებიან ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული ს შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რმდენიმე თვით, თუ კვირით, ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ, არცერთს არანარი უფლება არ გააჩნია, მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ ვნახეთ კადრებში, რომელიც სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც დაჩოქების.
არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს, არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადნენ, რომ არა მხოლოდ მომავალია მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხდევათ თქვენი დრო მოვიდა, ის ძველი დრო, რომელიც არის ასახული პარლამენტში, დამტავრდა და საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ, ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ სამართლიანად, თავისუფლად. ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არაა, სადმე ვიდგეთ, არამედ მომზადებაა მთავარი მოვალოება და თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების და იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ყველასი ერთად.
მე როცა გადავწყვეტ წავიდე სტრასბურგში, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.“