ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და A დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფში ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 23 მარტს ჩატარდება – პირველ შეხვედრაში უკრაინელები ნომინალური მასპინძლები იქნებიან.
ТаТоТаке-ს ცნობით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელიო შტაბი პრემიალური თანხით დაჯილდოვდებიან. თავიდან მათ 250 ათას ევროს დაჰპირდნენ, ტირანაში ალბანეთის 2:1 დამარცხების შემდეგ კი “პოლესეს” პრეზიდენტმა გენადი ბუტკევიჩმა გასახდელში მოულოდნელად განაცხადა, რომ ისინი დამატებით 250 ათასს მიიღებენ.