რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს

2024 წლის დასკვნით მატჩში ტონგასთან სარეკორდო სხვაობით (22:7) გამარჯვების შემდეგ, “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და კაპიტანმა ვასილ ლობჟანიძემ “მიხეილ მესხის” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რიჩარდ ქოქრილი: “პირველი ტაიმის შედეგით გაღიზიანებულები ვიყავით, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ, მეორე ტაიმში შესაბამისი განწყობით გავედით მოედანზე და შედეგიც სახეზეა. ჩვენი არჩევანი მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული. როდესაც მეტოქე ფიზიკური გუნდია, ოპტიმალურად მიმაჩნია მარქაფაში 6 მორკინალის ყოლა. გარდა ამისა, ბექა საღინაძეს 8 კვირა არ ჰქონდა ნათამაშები და ამ დროს გადაფარვა სჯობს.
განვლილ 1 წელიწადს პოზიტიურად შევაფასებ. გუნდში
ბევრი ცვლილება მოხდა. როგორც წესი, მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს ვეტერანები ტოვებენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა მოთამაშეები მოდიან. გუნდის შენების პროცესში ვართ, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს”.
ვასილ ლობჟანიძე: “პირველ ტაიმში მეტოქის თამაშს ავყევით, ვცდილობდით ლელო პირველი ხელიდან გაგვეტანა ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. შესვენების შემდეგ ჩვენს თამაშს დავუბრუნდით და შედეგიც სახეზეა. მიმაჩნია, რომ 100%-იანი ჯარიმა არ არსებობს და პირველ ტაიმში კარში ამის გამო არ დავარტყით. კარგად ვიყავით მომზადებული, მოლში ვდომინირებდით და ლელოზე თამაში გადავწყვიტეთ. არ ვთვლი, რომ პირველი ტაიმის ბოლოს აღებული 3 ქულა თამაშის მსვლელობას შეცვლიდა”.
Rugby.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში