“ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ განაპირა მცველს დაიმატებს

“ბარსელონა” ზაფხულში ორ განაპირა მცველს დაიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sports-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს დაცვის პოზიციებზე კონკურენციის გაძლიერება სურს და კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანელ სპეციალისტს შესაბამის კანდიდატურებს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “რეალს” 4 ქულით უსწრებს (“ბლანკოსს” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული).

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში