ერთპარტიულმა პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება სცნო

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო.
პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო.
სასესიო დარბაზში მხოლოდ მმართველი პარტიის ლიდერები არიან. პარლამენტში მივიდა “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომის პარალელურად, ქუჩაში გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეებია აპროტესტებენ. “მონებო!”, “რუსებო!” – ისმის დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა საპოლიციო ძალების დახმარებით მოუწია.
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში პირველი სხდომა პრზიდენტმა არ მოიწვია. სესიას არ ესწრება არც ოპოზიცია. საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი