“კვარა” უკმაყოფილო იყო? კონტე სახეზე არავის უყურებს” – “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ქართველზე ისაუბრა

იტალიის ნაკრებისა და “ინტერის” ყოფილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ Sky Calcio-სთან ინტერვიუში სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლისა” და “რომას” (1:0) მატჩის შესახებ ისაუბრა.
ბერგომიმ კომენტარი ზეც გააკეთა, რომელიც “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა.
“რის გამო იყო “კვარა” უკმაყოფილო, იმის გამო, რომ შეცვალეს, თუ იმის გამო, რომ ახალ კონტრაქტს ვერ იღებს? ერთი რამ შემიძლია ვთქვა, კონტე სახეზე არავის უყურებს, ის ფეხბურთელის ხარისხს უყურებს და თუ მეტოქე გუნდისთვის ხიფათის შექმნა შეგიძლია, სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად, სათამაშო დროს გაძლევს.
დიდი
ალბათობით, მომდევნო კვირას “კვარა” ისევ ითამაშებს, ეს არ არის “მილანისა” და რაფა ლეაუს შემთხვევა, სადაც ფონსეკა გუნდი საუკეთესო მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე ტოვებდა, რადგან საქმეები კარგად არ მიდიოდა”, – განაცხადა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” 29 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 1-ელ დეკემბერს გასვლაზე “ტორინოსთან” ჩაატარებს.