მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ, შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს, ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო შირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ “იუვენტუსის” ყოფილმა 10-იანმა 2025 წლის 3 თებერვალს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის გასამართ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
შეგახსენებთ, 2018 წლის ოქტომბრიდან, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს გაბრიელე გრავინა იკავებს.