აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს – ადგილზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გუშინ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დგანან – პარლამენტის სხვა შესასვლელები თავისუფალია.
საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული. გარდა ამისა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც -ის სპეცტექნიკაც გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს – ძლიერი საქართველოს წევრ გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეები ს შედეგებს არ აღიარებენ და ახალ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ