გრიგოლ გეგელიას წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს

„ძლიერი საქართველოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე წყალი შეასხეს. როგორც გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.
„ვართ ამ სიტუაციაში, განუკითხაობაა ამ ქვეყანაში. რეალურად კითხვების დასმას ვცდილობთ, მაგრამ მათ პასუხები არ აქვთ და სავარაუდოდ მშვიდობიან პროტესტს დაარბევენ, იმისათვის, რომ მშვიდად შევიდეს პარლამენტში, თუმცა ჩვენ მათ წინააღმდეგობას გავუწევთ.
საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პირს, მაქვს უფლება, პოლიციელებს ვკითხო – აპირებენ თუ არა მშვიდობიანი აქციის დარბევას? – ამ საკითხზე მათ არავითარი პასუხი არ აქვთ, ამის ნაცვლად ერთ-ერთმა მანქანამ, ჩემს წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება