უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა განაცხადა.
მან ასევე განმარტა, ვინ არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთმა კურსკის ოლქში განათავსა.
„ისინი შენიღბული არიან შორეული აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის სახით. შესაბამისი საბუთებით, მომზადებული ევროპულ ნაწილში ოპერაციების ჩასატარებლად“, – აღნიშნა უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის ეროვნულმა დაზვერვამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში იმყოფებიან და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკვე ჩართულები არიან.
“უკვე აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს” უკრაინის წინააღმდეგ.