აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. ამ დროისთვის მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწიელთა თქმით, ისინი ღამეს რუსთაველზე გაათენებენ. როგორც ამბობენ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ხალხი კვლავ მოემართება დედაქალაქისკენ და ისინიც შეუერთდებიან აქციას.




