თინა ბოკუჩავა – ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია – ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები

პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალურიმოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მოქალაქეები საკანონმდებლო
ორგანოსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
როგორც ბოკუჩავა განმარტავს, იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი .
“ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.
ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად