ელენე ხოშტარია – მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა – მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი, ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა

მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა, მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა თქვეს, რომ ეს მთავრობა მიუღებელია.
“არ აქვს მნიშვნელობა ისინი შეიკრიბებიან თუ არა იმ ოთახში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალმა დღეს, წინა დღეებში, დღეს ღამეც განაცხადა, რომ ეს მთავრობა მიუღებელია. მოპარული არჩევნებით შეკრებილი ჯგუფი არ არის მთავრობა, მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ხალხი. ხალხი არის აქ, ისინი სად შეიკრიბებიან, არ აქვს მნიშვნელობა”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…