კიევი პარტნიორებს მოუწოდებს გადასცენ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” რაკეტების გადაჭერა

უკრაინის პარტნიორებმა რუსეთის შანტაჟს უნდა უპასუხონ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება მისი ტიპური შანტაჟია. პუტინი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც უკრაინას უჭერს მხარს”, – წერს სიბიგა. პასუხად უკრაინის პარტნიორებმა უნდა უკუაგდონ შანტაჟი და “გააძლიერონ მხარდაჭერა და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო ფარი ისეთი სისტემებით, რომლებსაც ასეთი რაკეტების გადაჭერა შეუძლიათ.”
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
„გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რაკეტამ მიზანს მიაღწია. უკრაინის ტერიტორიაზე ქალაქ დნეპროპეტროვსკში განადგურდა ერთ-ერთი უმსხვილესი და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დღესაც უშვებს სარაკეტო ტექნიკას და სხვა შეიარაღებას“, – თქვა 21 ნოემბრის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ეს ნაბიჯი, პუტინის თქმით, საჭირო გახდა რუსეთის მიმართ დასავლეთის პროვოცირებული რეგიონული კონფლიქტის გამო, რამაც „უკრაინაში გლობალური ხასიათის ელემენტები“ შეიძინა.
რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, უახლესი რუსული რაკეტები სამიზნისკენ წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავენ და მტრის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს არ შეუძლიათ მათი ჩამოგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.