გვინდა ევროპაში და არა რუსეთში! – დედაქალაქში ავტოკოლონები აღმოსავლეთ საქართველოდანაც შემოვიდა

დედაქალაქში ავტოკოლონები აღმოსავლეთ საქართველოდანაც შემოვიდა. მოქალაქეები თბილისში დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე დასასაწრებად ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “ოცნების” გაყალბებული არჩევნებით აღშფოთებულები არიან და არ შეეგუებიან. ისინი თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მივდივართ პარლამენტთან, რომ შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს, იმიტომ, რომ ვიცხოვროთ ევროპაში და არა რუსეთში, გვინდა ნათელი მომავალი. არც გვცივა და რომც შეგვცივდეს, ერთმანეთის სიყვარული გაგვათბობს და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და შემოგვიერთდნენ. სახლში ყოფნა ქვეყნის ღალატის ტოლფასია, – ამბობენ მოქალაქეები.

გაყალბებული არჩევნების შემდეგ პაარლამენტის შენობაში ხვალ პირველი სესიაა ოპოზიციის გარეშე და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ჩატარდება.  “ქართული ოცნების” წევრები დარბაზში მარტო იქნებიან.
პარლამენტში პირველი შეკრება “ოცნებისთვის” მშვიდად არ ჩაივლის,  ქუჩაში ხალხი მიტაცებულ არჩევნებს გააპროტესტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?