თბილისში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის ს შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება.
პროტესტის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან არჩევნების გაყალბებას, ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას და ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.
ასევე საპროტესტო მსვლელობას მართავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს