ენტონი ბლინკენი – ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას

ისრაელის განზრახვას, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და რეალურ შედეგებს შორის სიცარიელე არსებობს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„აუცილებელია და კვლავ სასწრაფოა, ისრაელმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს სამოქალაქო პირების დაცვას. რჩება სიცარიელე ზუსტად იმას შორის, რასაც ვამბობდი, როცა იქ ვიყავი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის განზრახვასა და იმ რეალურ შედეგებს შორის, რასაც ჩვენ ადგილზე ვხედავთ“, – განაცხადა ბლინკენმა ვაშინგტონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ისრაელს აქვს ვალდებულება, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია