პეკინში მიმდინარე გრან-პრის სერიების ფინალში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა 70.48 ქულით პირველ პოზიციაზე არიან

პეკინში მიმდინარე გრან-პრის სერიების ფინალში საქართველოს ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ ტურნირის პირველ სეგმენტში წარმატებით იასპარეზა იუნიორთა კატეგორიიის მოკლე პროგრამაში, სადაც უშეცდომოდ, ურთულესი ტექნიკური ელემენტების, მათ შორის სამმაგი ნახტომითი ჩართულობით შეასრულა თავიანთი მოკლე პროგრამა.
ისინი სეზონის საუკეთესო მაჩვენებლით, 70.48 ქულით პირველ პოზიციაზე არიან და მეორე ადგილზე მყოფი კანადელი წყვილი მათ 13 ქულით ჩამორჩება
თავისუფალი პროგრამა პეკინის ოლიმპიურ არენაზე შაბათს, 9 დეკემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო