იორდანიაში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად შეიარაღებული პირი დაიღუპა, 3 პოლიციელი კი დაშავდა

იორში ს საელჩოსთან სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი-დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულია თავად შეიარაღებული თავდამსხმელი, დაჭრილები კი პოლიციელები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციის პატრულს რაბიას რაიონში ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლისას დაიღუპა.
იორდანიის მთავრობის კომუნიკაციების მინისტრმა, მოჰამედ მომანიმ განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა, რომლის სამიზნე ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალები იყო. მისი თქმით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ