გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ს თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს.
“საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი . თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით ეს ე.წ. პარლამენტი, მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც უნიკალურია – მას არ აქვს აღიარება”, – განაცხადა ფორმულასთან მელიამ.
მანამდე საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ შენობასთან მიმდინარეობდა.