„ძლიერი საქართველოს”ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

“ძლიერი საქართველოს”ლიდერები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც კოალიციას აქვს.
მ საზოგადოებას გააცნო ახალი ინიციატივა “ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის” შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა – “ალტერნატიული სახალხო პარლამენტის” შექმნის შესახებ პოზიტიურად შეაფასეს.
შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებზე და შესაძლებლობებზეც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, რათა ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც გაყალბებული და მიტაცებული თ შექმნა “ქართულმა ოცნებამ”.
აუდიტორიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროდასავლური ოპოზიციის მეტ კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, როგორ შიგნით ოპოზიციაში, ასევე სამოქალაქო ჯგუფების მიმართ“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას