თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. კონკრეტული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
„გვინდა, მოვუწოდოთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დავარღვევთ კანონს, ნუ დავაბინძურებთ ქალაქის ქუჩებსა და შემოგარენს. ძალიან დასანანია, რაც აქ ხდება. მსგავს პრობლემებს თბილისის მასშტაბით მხოლოდ მუნიციპალიტეტი საკუთარი რესურსით ვერ მოაგვარებს, თუ მოქალაქეების მხრიდანაც არ იქნება მხარდაჭერა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, თავისი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, მერიის ცნობით, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:
1-დან 5 ტონამდე – 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე – 18 ლარი;
10-ის ზემოთ – 30,6 ლარი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე – https://www.tbsg.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს