ირაკლი კუპრაძე – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებას სასამართლო სისტემაში აგრძელებს – ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით წარვდგეთ

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ს შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს – ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, დღეს სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება და კოალიციას შესაძლებლობა არ ეძლევა, წარადგინოს მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით.
და „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების გაყალბებასა და მისაკუთრებას უკვე სასამართლო სისტემაში აგრძელებს. დღეს, 12 საათზე ლევან მურუსიძის სახელობის სააპელაციო სასამართლოში შედგება სხდომა, რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო, უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია წარგვედგინა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა ჩაატაროს ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ, მხოლოდ და მხოლოდ, მოსამართლეების გარემოცვაში; მიიღოს კიდევ ერთი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. ეს მოსალოდნელია იქ, სადაც ლევან მურუსიძე და ივანიშვილის ხელის ბიჭები არიან წარმოდგენილები. სასამართლო სისტემა დღეს, სამწუხაროდ, ისე ატარებს სხდომებს, რომ არ არსებობს შესაბამისი შესაძლებლობები ინფორმაციის, მტკიცებულებების მიწოდების და სამართლებრივი არგუმენტაციის. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველა ინსტანციაში იბრძოდა, საუბნო კომისიებიდან დაწყებული, საოლქო კომისიებიდან გაგრძელებული. ლევან მურუსიძე ზღუდავს შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებითა და სამართლებრივი არგუმენტაციით წარვდგეთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის