დნიპროზე ბალისტიკური თავდასხმის შესახებ ეჭვობენ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა საკონტინენტსაშორისო ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ დნიპროზე. უსაფრთხოების ექსპერტების განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ომში იმ ტიპის იარაღის გამოყენება მოხდა, რომელსაც შორი რადიუსის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.
დასავლელმა ლიდერებმა სააგენტო “ როიტერთან “ საუბარში ვერ დააზუსტეს, მოხდა, თუ არა ამ რაკეტის გამოყენება. თუმცა, აღნიშნეს, რომ ეს დასკვნა შეიძლება შეიცვალოს.
გამოყენებული იარაღის ამჟამინდელი კლასიფიკაციის მიუხედავად, რუსეთის დღევანდელი თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაძაბულობის მკვეთრი ესკალაციაა.
კრემლის მხრიდან რამდენიმედღიანი გაფრთხილების მიუხედავად, რომ რუსეთის შიგნით დარტყმა ესკალაციად იქნებოდა აღქმული, უკრაინამ ბრიტანული და ამერიკული წარმოების რაკეტებით რუსეთის სიღრმეში მიიტანა იერიში ობიექტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა