მედია: აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში ნაპოვნი დოკუმენტები და „საქართველოს კონსტიტუცია“ ბჟანიას მაგიდაზე

აფხაზეთში ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. მთავრობის სახლის აღების შემდეგ თვითაღიარებული ხელისუფლების კაბინეტებში სხვადასხვა დოკუმენტი იპოვეს და ინტერნეტით გამოაქვეყნეს. მათი ნამდვილობის გადამოწმება „ეხო კავკაზას“ არ შეუძლია, თუმცა, ამ საბუთებიდან ბევრი სავსებით ავთენტიკურად გამოიყურება.

არაერთხელ მომხდარა, რომ აფხაზი უფლებადამცველები, ოპოზიციონერები და ჟურნალისტები ე.წ. საზღვარზე შესამოწმებლად შეუფერხებიათ. ფსოუს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბევრ მათგანს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და ჩხრეკდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ზეწოლა ს დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოდიოდა. ეჭვი მაშინ დადასტურდა, როცა ოპოზიციის მხარდამჭერებმა ე.წ. მთავრობის შენობა აიღეს და იქ საინტერესო დოკუმენტები იპოვეს. ერთ მათგანს „D News აფხაზია“ აქვეყნებს:

ს ფედერალურ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობით 2024 წლის 15 თებერვლამდე შეიქმნას ღონისძიებათა რეგლამენტი, აფხაზეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დესტრუქციულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ქმედებას ახორციელებენ.

[ღონისძიებები უნდა გატარდეს] რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას. მიეწოდოს ინფორმაცია რუსეთის უშიშროების სამსახურსა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიღებული ზომების შესახებ“.

დოკუმენტს ხელს აწერენ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი დ. ნანბა და აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი რუსეთში ა. კვიწინია.

„როდესაც აფხაზეთის მოქალაქეებს საზღვარზე მასობრივად აფერხებდნენ და ისინიც გინდა მხარდაჭერისთვის, გინდა ვითარებაში გასარკვევად საკუთარ ხელისუფლებას მიმართავდნენ, ყველა იტყუებოდა – სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი თუ პრეზიდენტი. მათ თავად ჩააბარეს თავიანთი მოქალაქეები. უნდა გასამართლდნენ ამის გამო“, – ასე გამოეხმაურა ამ დოკუმენტს თავის ტელეგრამარხზე „ჩეგემსკაია პრავდის“ რედაქტორი ინალ ხაშიგი.

ვრცლად