“ღმერთი ზემოდან ვიდეოთვალით აკვირდებოდა და დარღვევები ვერ დაინახაო” – რომან გოცირიძე

საპატრიარქომ განაცხადა, არჩევნების ლეგიტიმურობას ვადასტურებთო. ყველაზე მაღალმა ინსტანციამ დაადგინა ეს და შეეგუეთო. ღმერთი ზემოდან ვიდეოთვალით აკვირდებოდა და დარღვევები ვერ დაინახაო…
ისე, რუსეთის აგენტურას წინასაარჩევნოდ კოჭს რომ უგორებდნენ ოპოზიციიდან, ორმეტრიანი სანთლებით რომ პოზირებდნენ და ბობოლა მღვდლებთან ფოტოების გადაღებაში ერთმანეთს რომ ეჯიბრებოდნენ, რა შედეგი გამოიღო, ხომ ვერ იტყვით? მღვდლებთან ფოტოსესიებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა, მაგრამ როგორც ჩანს, არასწორ მღვდლებთან იღებდნენ სურათებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს