ჰააგის სასამართლომ ისრაელის მოქმედი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
ებრაული მედია აღნიშნავს, რომ ამ ორდერების გამო ნეთანიაჰუ და გალანტი ვერ ჩავლენ იმ 120 ქვეყანაში, სადაცა რომის სტატუტი მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იქ დააკავებენ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დემოკრატიული ქვეყნის მმართველების დაკავების ორდერები გასცა.
აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლომ დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გასცა. ის ეჭვმიტანილია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში და ადამიანების ხოცვაში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ისრაელმა დეიფის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, „ჰამასს“ ეს დღემდე არ დაუდასტურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება