რუს „კონტრაქტნიკებს“ არმიიდან გათავისუფლება მხოლოდ 65 წლის მიღწევის შემდეგ შეეძლებათ

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე პირების გათავისუფლება შეუძლებელია 50 წლის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რაც მობილიზაციამდე იყო დადგენილი. ახლა მათ, ვინც ხელი მოაწერა კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, არმიაში უნდა იმსახურონ ან 65 ან 70 წლამდე, მათი წოდებიდან გამომდინარე. ამის შესახებ სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „კონტრაქტნიკმა“ სარჩელით სასამართლოს მიმართა. იგი ითხოვდა სასამართლოს არაკონსტიტუციურად ეცნო მუხლი, რომლის მიხედვითაც „კონტრაქტნიკებს“, კანონით, მობილიზაციის პერიოდში, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი 65 წლის არიან (ოფიცრებისთვის ასაკობრივი ზღვარი 70 წელია).
ამ ძალაში შესვლამდე მოქმედებდა კიდევ ერთი კანონი, რომლის მიხედვითაც „კონტრაქტნიკის“ დემობილიზაცია 50 წლის ასაკის მიღწევისთანავე შეიძლებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ კანონში წინააღმდეგობებს ვერ ხედავს, რადგან ახალმა კანონმა ახალი ასაკობრივ კატეგორიების რეგულირება მოახდინა.
· რუსეთში 2023 წლის ივნისში მიიღეს კანონი, რომელიც კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მიღებული მოქალაქეების ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას