პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 38 ადამიანი

ჩრდილოეთ პაკისტანში, შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 38 ადამიანი დაიღუპა , – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის მთავარ მდივანზე, ნადიმ ასლამ ჩოდრიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს დიდი ტრაგედიაა და დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება“, – განაცხადა ნადიმ ასლამ ჩოდრიმ.
პროვინციის მდივანმა აღნიშნა, რომ შემთხვევა, რის შედეგადაც, 29 ადამიანი დაშავდა, ტომებით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)