კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად დაასახელა ზმნა “მანიფესტირება”

კემბრიჯის ლექსიკონმა 2024 წლის სიტყვად დაასახელა ზმნა “მანიფესტირება” (to manifest), რომელსაც ფართოდ იყენებენ “წარმატებისთვის დაპროგრამების” მნიშვნელობით.
ლექსიკონის სტატიის თანახმად, „მანიფესტირება“ თავისი ჩვეული მნიშვნელობის – „გამოვლენის“ გარდა ახლა ნიშნავს ასევე „ვიზუალიზაციის და აფირმაციის გამოყენებას იმისთვის, რომ წარმოიდგინო რისი მიღწევაც გსურს, რწმენით, რომ ეს გაზრდის წარმატების შესაძლებლობას“.
კემბრიჯის ლექსიკონი იტყობინება, რომ თავის ვებსაიტზე ზმნა „მანიფესტირება“ 130 ათასჯერ მოიძებნა, რამაც განსაზღვრა ამ სიტყვის 2024 წლის სიტყვად გამოცხადება.
ზმნის ახალი მნიშვნელობა ლექსიკონში შევიდა 2023 წლის მაისში.
სიტყვა „მანიფესტირება“ თავისი ახალი მნიშვნელობით გამოიყენეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, მომღერალ საბრინა კარპენტიერის თაყვანისმცემლებმა, ასევე სოციალურ ქსელებში მოქმედმა „ინფლუენსერებმა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას