ბჟანია: “მეეჭვება, სიმპათიებს განიცდიდეს ს ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ”

ოკუპირებული ს ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებაზე აფხაზებისადმი სოლიდარობაზე.
„ძლიერ მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდიდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ”, – განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ბჟანიამ.
„ვფიქრობ, ის ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც ულოცავს. ის არაა დაინტერესებული იმაში, რომ აფხაზეთის სახელმწიფო შედგეს, ეს ნათელი და გასაგებია. მე მის მილოცვას ასეთნაირად აღვიქვამ”, – თქვა ბჟანიამ.
15 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ ს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც, მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან რუსული კანონმდებლობის მიღების მცდელობებს“.
ასლან ბჟანია ადგილობრივმა ოპოზიციამ აიძულა გადამდგარიყო დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან.
დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტის” მოვალეობას “ვიცე-პრეზიდენტი” ბადრა გუნბა შეასრულებს. “პრემიერ-მინისტრის” პოსტზე “პარლამენტის ყოფილი სპიკერი” ვალერი ბგანბა დაინიშნა.
სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე