ასლან ბჟანია – ეჭვი მეპარება, რომ ს ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის

ეჭვი მეპარება, რომ ს ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
„ეჭვი მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ თანაგრძნობას განიცდის. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც სიხარულს გამოხატავს. ის აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობით დაინტერესებული არ არის. ეს ნათელია და გასაგებია“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რაც ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება და ასევე გამოვეხმაურო რუსულ პოლიტიკას და დავგმო ის, რომ დღეს დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, რომ დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი და რაც, პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას საქართველოს მთავრობის, ვითომ და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს მისი პოლიტიკა. შეაცვლევინებ კი არა ააჩქარებ და ეს ჩანს ყოველდღიურად და ის, რაც ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, იქაც არის მცდელობა, რომ რუსული კანონი გაატაროს და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა. მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა – ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე